კახა კალაძე - გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციაზე ერთ პირთან ხელშეკრულების გაფორმება არ ხდება
კახა კალაძე - გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციაზე ერთ პირთან ხელშეკრულების გაფორმება არ ხდება

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით არანაირ ერთ პირთან ხელშეკრულების გაფორმება არ ხდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

​კახა კალაძემ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს სიცრუე უწოდა.

“ეს არის ტყუილი. არ დაიჯეროთ. არანაირად ერთ პირთან არ ფორმდება ხელშეკრულება. ეს არის გამარტივებული შესყიდვა. ხდება წინადადებების დაგზავნა ბევრ კომპანიასთან, ასევე სამხარაული აკეთებს ექსპერტიზას, თუ რა ფასი უნდა იყოს დაახლოებით, ხდება რამდენიმე კომპანიის შერჩევა, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება, ვისაც უმუშავია ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციაზე და ა.შ. არანაირ ერთ პირთან არ ხდება ხელშეკრულების გაფორმება. დღეს ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში, მაშინ როდესაც მედია თავისუფალია და უამრავი შესაძლებლობებია იმისა, რომ ადამიანებს მივაწოდოთ სხვადასხვა ფორმით ინფორმაცია”, – განაცხადა კალაძემ.