კახა კალაძე გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
კახა კალაძე გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის მერი კახა კალაძე რეჟისორისა და მსახიობის, გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ჩვენს შორის აღარ არის ყველასათვის საყვარელი მსახიობი – გოგი ქავთარაძე. ჩვენთვის, პირადად ჩემთვის, ის იყო თანამებრძოლი და უფროსი მეგობარი.

ვიზიარებ მისი ოჯახის და მეგობრების დიდ მწუხარებას“,- წერს კალაძე „ფეისბუქზე“.

რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გოგი ქავთარაძე სხვადასხვა წლებში იყო ქუთაისის, სოხუმის, ალ. გრიბოედოვის სახელობის, რუსთავის თეატრების დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. მან სხვადასხვა თეატრის სცენაზე არაერთი სპექტაკლი დადგა, თეატრსა და კინოში უამრავი სახასიათო როლი შექმნა.

გოგი ქავთარაძე იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი.

 

ჩვენს შორის აღარ არის ყველასათვის საყვარელი მსახიობი – გოგი ქავთარაძე. ჩვენთვის, პირადად ჩემთვის, ის იყო თანამებრძოლი და უფროსი მეგობარი.
ვიზიარებ მისი ოჯახის და მეგობრების დიდ მწუხარებას.

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on Sunday, 20 December 2020

 

 

დატოვე კომენტარი