კახა კალაძე გლდანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო
კახა კალაძე გლდანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 საათის განმავლოავში განხორციელდება და პროეტი დაახლოებით 6 თვეში დასრულდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანში განაცხადა, სადაც ის ქუჩების რეაბილიტაციის საწყის ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

კახი კალძის განცხადებით, სამუშაოები 24 საათის განმავლობაში განხორციელდება და პროექტი დაახლოებით 6 თვეში დასრულდება.

„მას შემდეგ, რაც კომუნიკაციები გაკეთდა, ცვლიელებები არ ყოფილა ამ მინაკვეთზე. არის მძიმე მდგომარეობაში და თვალითაც კარგად ჩანს, რომ ძალიან ბევრი მონაკვეთზე არის ჩავარდნილი გზები. ეს იმის გამო, რომ კომუნიკაციები არის მძიმე მდგომერობაში, შებამისად მთლიანად იქნება მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემა და წყლის სანიაღვრე სისტემები“,- განაცხადა კალაძემ.

გლდანში 2 ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციისთვის 12 მლ ლარამდე დაიხარჯება. ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დღეს დაიწყო .

პროექტის მიხედვით იგეგმება ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება ტროტუარები და ბორდიური, დაიგება ასფალტის ახალი საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და საკომუნიკაციო სადენები მოექცევა მიწის ქვეშ. გარდა ამისა, ორივე ქუჩაზე მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი და 22 სახანძრო ჰიდრანტი.

თბილისის მერთან კახი კალძესთან ერთად სამუშაოებს, მერის მოადგილეები, ინფრასტრუქტურის საქალაქოს სამსახურის ხელმძღავენლი, რაიონის გამგებელი და დეპუტატები გაეცნენ.