კახა კალაძე - გიორგი გახარია პარლამენტში აუცილებლად მივა, როცა ამის დრო იქნება, არასდროს ჰქონია ამის პრობლემა და არც მომავალში ექნება
კახა კალაძე - გიორგი გახარია პარლამენტში აუცილებლად მივა, როცა ამის დრო იქნება, არასდროს ჰქონია ამის პრობლემა და არც მომავალში ექნება

გიორგი გახარია პარლამენტში აუცილებლად მივა, როცა ამის დრო იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში პრობლემა არასდროს ჰქონია.

„გიორგი გახარიამ პარლამენტში მისვლაზე განმარტებები გააკეთა, მას არასდროს ჰქონია ამის პრობლემა და არც მომავალში ექნება, როცა ამის დრო იქნება, პარლამენტში აუცილებლად მივა“, – აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, რომ ოპოზიცია პრემიერის პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს, კალაძე პასუხობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო რეჟიმი გაუქმდა, ინტერპელაციის აუცილებლობა არ არის და პრემიერი სხვა ფორმატში მივა საკანონმდებლო ორგანოში.