კახა კალაძე - გილოცავთ მაცხოვრის შობის უდიდეს დღესასწაულს, ეს დღე გვაძლევს ძალას უფრო მეტი სიყვარულით, სიკეთით, ერთმანეთის მხარდაჭერით გადავლახოთ ყველა სირთულე და გამოწვევა
კახა კალაძე - გილოცავთ მაცხოვრის შობის უდიდეს დღესასწაულს, ეს დღე გვაძლევს ძალას უფრო მეტი სიყვარულით, სიკეთით, ერთმანეთის მხარდაჭერით გადავლახოთ ყველა სირთულე და გამოწვევა

შობის დღესასწაული გვაძლევს ძალას უფრო მეტი სიყვარულით, სიკეთით, ერთმანეთის მხარდაჭერით გადავლახოთ ყველა სირთულე და გამოწვევა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე სიონის საკათედრო ტაძართან ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძემ მოქალაქეებს შობის დღესასწაული მიულოცა და საქართველოსა და მსოფლიოს მშვიდობა უსურვა.

„გილოცავთ მაცხოვრის შობის უდიდეს დღესასწაულს, სიყვარულის, სიკეთის, უკეთესი მომავლის რწმენის დღეს. უფალი იშვა კაცობრიობის მხსნელად, იმედად. ეს დღე გვაძლევს ძალას უფრო მეტი სიყვარულით, სიკეთით, ერთმანეთის მხარდაჭერით გადავლახოთ ყველა სირთულე და გამოწვევა. მინდა, პირველ რიგში, მშვიდობა ვუსურვო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, მშვიდობა ვუსურვო მთელ მსოფლიოს, კეთილდღეობა, დღეგრძელობა არ მოკლებოდეს არცერთ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს. გილოცავთ და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ ყველას“, – განაცხადა კალაძემ.