კახა კალაძე – გილოცავთ კონსტიტუციის დღეს, მეამაყება 1995 წლის 24 აგვისტო, როდესაც მსოფლიოს დავანახეთ, რომ საქართველო აუცილებლად გადალახავდა კრიზისს, შედგებოდა როგორც სახელმწიფო

16:05, 24.08.2021

თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს.

„26 წლის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო უზენაესი კანონი – საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების სამართლებრივ და ღირებულებით ღერძს წარმოადგენს.

მეამაყება 1995 წლის 24 აგვისტო – დღე, როდესაც დავანახეთ მსოფლიოს, რომ საქართველო აუცილებლად გადალახავდა კრიზისს და შედგებოდა, როგორც სახელმწიფო. ჩვენ ყველამ ერთად ეს შევძელით“, – წერს კახა კალაძე.

მსგავსი