კახა კალაძე - გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, ეს დღე არის ბოროტებაზე გამარჯვებისა და ექსტრემიზმის დამარცხების სიმბოლო
კახა კალაძე - გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, ეს დღე არის ბოროტებაზე გამარჯვებისა და ექსტრემიზმის დამარცხების სიმბოლო

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს.

„გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს!

ეს დღე არის ბოროტებაზე გამარჯვების და ექსტრემიზმის დამარცხების სიმბოლო.

მადლობა ჩვენს ვეტერანებს თავდადებისთვის!

ხსოვნა და პატივი მეორე მსოფლიო ომის გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას!“ – აღნიშნულია კახა კალაძის გვერდზე „ფეისბუქში“.