კახა კალაძე - გილოცავთ ჩვენ გულებში გაჩენილ იმედის სხივს, რომელიც გვავსებს რწმენით და გვაძლევს ძალას, გვჯეროდეს სიყვარულის მარადიულობის
კახა კალაძე - გილოცავთ ჩვენ გულებში გაჩენილ იმედის სხივს, რომელიც გვავსებს რწმენით და გვაძლევს ძალას, გვჯეროდეს სიყვარულის მარადიულობის

თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას შობას ულოცავს.

„გილოცავთ შობის დღესასწაულს! გილოცავთ სიკეთის დაბადებას!

გილოცავთ ჩვენ გულებში გაჩენილ იმედის სხივს, რომელიც გვავსებს რწმენით და გვაძლევს ძალას, გვჯეროდეს სიყვარულის მარადიულობის!

გილოცავთ ყველას, ვის გულშიც უფალი იშვა.

მინდა, გისურვოთ კეთილდღეობა და მშვიდობა თქვენ ოჯახებში.

მინდა, ვისურვო ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, მეტი სიყვარული ერთმანეთის, მეტი ერთობა და გამთლიანება.

შობას გილოცავთ!“ – აღნიშნულია კახა კალაძის მილოცვაში, რომელსაც თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი