კახა კალაძე - ნიკა გილაურს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის სურვილი თუ აქვს, თავიდანვე შემიძლია გითხრათ, რომ ის განწირულია მარცხისთვის
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ნიკა გილაურს თუ სურვილი აქვს, პოლიტიკურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა, რაზეც მისი ბოლოდროინდელი განცხადებებიც მეტყველებს, ის მარცხისთვის არის განწირული.
ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს გილაურის მიერ უცხოელი ლობისტების დაქირავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„გილაურს იმის სურვილი თუ აქვს, რომ რაღაც პოლიტიკურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა, რაზეც მისი ბოლოდროინდელი განცხადებებიც მეტყველებს, თავიდანვე შემიძლია გითხრათ, რომ ის განწირულია მარცხისთვის. ის წარმოადგენდა სააკაშვილის ხელისუფლებას, იყო პრემიერ-მინისტრი მაშინ, როდესაც ყველაზე დიდი უბედურება ხდებოდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების, ბიზნესის რეკეტის თვალსაზრისით. შესაბამისად, ასეთი წარსულის მქონე ადამიანი, მით უმეტეს, პოლიტიკაში, ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის“, – განაცხადა თბილისის მერმა.