კახა კალაძე - ღამის ეკონომიკა არ მოიცავს მხოლოდ ღამის კლუბებს, ეს არის  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ახალგაზრდების დასაქმება
კახა კალაძე - ღამის ეკონომიკა არ მოიცავს მხოლოდ ღამის კლუბებს, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ახალგაზრდების დასაქმება

პროექტი, რომელსაც ღამის ეკონომიკა მოიცავს, არ ნიშნავს მხოლოდ კლუბურ ცხოვრებას, ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, თბილისმა ამ მიმართულებით სხვა ქალაქების საუკეთესო მაგალითები უნდა გამოიტანოს და განახორციელოს.

„სერგი გვარჯალაძე არის მენეჯერი, რომელიც დანიშნულია ამ კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად.  მთელი რიგი მიმართულებებია, რომელსაც ღამის ეკონომიკა მოიცავს და ეს იქნება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი. ქალაქში ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან ბევრი ადგილი, ბევრი შესაძლებლობა. ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს მხოლოდ კლუბურ ცხოვრებას, არ ნიშნავს მხოლოდ ღამის კლუბებს. ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ახალგაზრდების ჩართულობა, დასაქმება, ხელოვნება, კულტურა და ბევრი სხვა. თბილისი არ არის ერთადერთი ქალაქი, რომელიც ამ მიმართულებაზე მუშაობს. ჩვენ საუკეთესო მაგალითები გვაქვს, რათა გადმოვიტანოთ და განვახორციელოთ”,- განაცხადა კალაძემ.