კახა კალაძე - მე გავაკეთე პრინციპული არჩევანი, ხმა მივეცი ბოროტებისა და ძალადობის წინააღმდეგ
კახა კალაძე - მე გავაკეთე პრინციპული არჩევანი, ხმა მივეცი ბოროტებისა და ძალადობის წინააღმდეგ

მე გავაკეთე პრინციპული არჩევანი და ხმა მივეცი ბოროტებისა და ძალადობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი თბილისში N64-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირდა.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს საქართველოს სჭირდება არის სიმშვიდე, სტაბილურობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა.

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების დაყოფა, ჩარეცხვა ადამიანების, როგორც ეს ხდებოდა წლების განმავლობაში, როგორც ამას მოუწოდებდნენ კონკრეტული პიროვნებები. პირიქით, უნდა გავაერთიანოთ საქართველო, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,  რომ სიცოცხლით სავსე ქვეყანაში იცხოვროს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი.