კახა კალაძე - გარდაბნის გზატკეცილის N24-ში მცხოვრებ 27 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ
კახა კალაძე - გარდაბნის გზატკეცილის N24-ში მცხოვრებ 27 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ

გარდაბნის გზატკეცილის N24-ში მცხოვრებ 27 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ ამ პროექტს ჩვენ დავპირდით მოსახლეობას წინასაარჩევნო პერიოდში და დავიწყეთ მისი განხორციელება. დღეს გარდაბნის გზატკეცილის N24-ში მცხოვრებ 27 ოჯახს სიმბოლურ ფასად ერთ ლარად გადაეცემა ფართები. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ აქ და ვერ ახერხებდნენ ფართების დაკანონებას. ჩვენი მხრიდან ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მინდა, მივულოცო ამ ოჯახებს”, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ეს პროცესი გრძელდება.

„27 ოჯახს ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემა. ეს ადამიანები აქ წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ და
ჩვენი მხრიდან ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მინდა მივულოცო ამ ოჯახებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდაბნის გზატკეცილი N24 ა-ში მცხოვრებ 27 ოჯახს 1990-91 წლებში საცხოვრებელი ფართები სამსახურებრივი უწყებისგან (ყოფილი „სპეც-ტექნიკის“ ქარხანა) უნდა გადასცემოდათ. 90-იან წლებში შენობის დასრულება ვერ მოხერხდა, რის გამოც, მოსახლეობამ კორპუსი საკუთარი სახსრებით გადახურა, ასევე, შიდა კომუნიკაციების გაყვანა და კეთილმოწყობა უზრუნველყო.