კახა კალაძე - გამარჯვებას ვულოცავ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს, ვულოცავ მთელ საქართველოს
კახა კალაძე - გამარჯვებას ვულოცავ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს, ვულოცავ მთელ საქართველოს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქართველ მორაგბეებს რუსეთთან მატჩში გამარჯვებას ულოცავს.

„გამარჯვებას ვულოცავ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს! ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხეს და თავიანთი წარმატებით კიდევ ერთხელ გაახარეს საქართველო. ვულოცავ ქართველ გულშემატკივარს, ვულოცავ მთელ საქართველოს“, – აღნიშნავს კახა კალაძე.

„რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ 2021 წლის სეზონის მესამე ტურის შეხვედრაში „ბორჯღალოსნები“ რუსეთს კალინინგრადში ესტუმრენ და მეტოქე ანგარიშით 6: 23 დაამარცხეს.

დატოვე კომენტარი