ფრანჩესკო ტოტი „ფეხბურთის ოქროს კვირეულის“ ფარგლებში თბილისში იმყოფება, იტალიელი ფეხბურთელი და კახა კალაძე იტალიის ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდნენ

20:01, 18.10.2026

იტალიის სერია A-ს ჩემპიონატის თასი თბილისშია. Golden Week of Football-ის ფარგლებში, იტალიის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და იტალიის საფეხბურთო კლუბების – „რომასა“ და „მილანის“ ლეგენდები, ფრანჩესკო ტოტი და კახა კალაძე დაესწრნენ.

სპეციალურად „ფეხბურთის ოქროს კვირეულის“ (Golden Week of Football) ფარგლებში, საქართველოში იტალიის ჩემპიონატის თასი სერია A-ს წარმომადგენელმა ჩამოიტანა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ  და ფრანჩესკო ტოტიმ, როგორც იტალიის ჩემპიონებმა, თასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

 

მსგავსი