კახა კალაძე - „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ გაერთიანებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ
კახა კალაძე - „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ გაერთიანებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ დამოუკიდებელი პარტიებია და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვისთან გაერთიანდნენ და როგორ გაერთიანდნენ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პარტიების მიერ ერთიანი ბლოკის შექმნაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

„დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიები ერთმანეთში გაარკვევენ, ვინ ვისთან გაერთიანდეს. ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ პარტიების მსოფლმხედველობაზე, თუ რაზეა დაფუძნებული ამა თუ იმ პარტიის იდეოლოგია, ზუსტად აქ მივდივართ, რომ ჯერ კიდევ ძალინ ბევრი გვჭირდება განვითარებისთვის და წინსვლისთვის. ასევე იმისთვის, რომ პარტიები, რომელიც იქმნება, იდეოლოგიაზე იყოს დაფუძნებული. თუმცა, ეს დამოუკიდებელი პარტიებია და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებებს“,  განაცხადა კახა კალაძემ.

პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. ამის შესახებ „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლების ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

დატოვე კომენტარი