კახა კალაძე - ევროკავშირს ძლიერი სუვერენიტეტისა და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა სჭირდება, სწორედ ასეთი საქართველო გვექნება
კახა კალაძე - ევროკავშირს ძლიერი სუვერენიტეტისა და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა სჭირდება, სწორედ ასეთი საქართველო გვექნება

ჩვენი მომავალი არის ევროპაში, ჩვენი გუნდი ამას შეძლებს ძლიერი სუვერენიტეტითა და ძლიერი ეკონომიკით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

„რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი არის ევროპაში. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის სუვერენიტეტის გაძლიერება, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ეკონომიკა. ევროკავშირში არავის სჭირდება „გაფარჩაკებული“ ქვეყნები. მათ სჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი სუვერენიტეტის მქონე, სახელმწიფოებრივად შემდგარი, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები. გარწმუნებთ, რომ სწორედ ასეთი საქართველო გვექნება და „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, ვინც მართლა ევროკავშირში შეიყვანს ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.