კახა კალაძე - „ევრობარომეტრის“ კვლევის შედეგები არ მიკვირს, როცა სააკაშვილი ევროპულ საზომად დაგვისახეს, რადიკალიზმი - სამოქალაქო სტანდარტად, ამას რეაგირება მოჰყვება, ხალხი ამ ყველაფერს ხედავს
კახა კალაძე - „ევრობარომეტრის“ კვლევის შედეგები არ მიკვირს, როცა სააკაშვილი ევროპულ საზომად დაგვისახეს, რადიკალიზმი - სამოქალაქო სტანდარტად, ამას რეაგირება მოჰყვება, ხალხი ამ ყველაფერს ხედავს

როდესაც სააკაშვილი ევროპულ საზომად გვისახავენ და რადიკალიზმს – სამოქალაქო სტანდარტად, ცხადია, ამას რეაგირება მოჰყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ევრობარომეტრის“ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

კალაძის თქმით, ხალხი ამ ყველაფერს ხედავს.

„სულ რამდენიმე სიტყვით ვიტყვი და ვფიქრობ, საზოგადოება ყველაფერს გაიგებს, სწორ ანალიზს გააკეთებს: მაშინ, როდესაც სააკაშვილი ევროპულ საზომად დაგვისახეს, რადიკალიზმი – სამოქალაქო სტანდარტად, ომში ჩათრევას ცდილობდნენ, ეკონომიკის განადგურებას გვიქადდნენ, ცხადია, ამას რეაგირება მოჰყვება და ხალხი ამ ყველაფერს ხედავს. ნამდვილად არ მიკვირს ის შედეგები, რაზეც ახლა საუბრობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ევრობარომეტრის“ კვლევის მიხედვით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა წლიურად – 17 პროცენტით, 2024 წლის შემოდგომასთან შედარებით კი 9%-ით შემცირდა, ხოლო გამოკითხულთა 51% ეროვნულ მთავრობას ენდობა.