კახა კალაძე - ეუთო/ოდირ-ის მისია იმხელა ბულინგისა და ზეწოლის მსხვერპლი გახდა, მგონია, რომ ისინი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზეც არ ჩამოვლენ
კახა კალაძე - ეუთო/ოდირ-ის მისია იმხელა ბულინგისა და ზეწოლის მსხვერპლი გახდა, მგონია, რომ ისინი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზეც არ ჩამოვლენ

ეუთო/ოდირ-ს მოწვევის წერილი რომ გავუგზავნეთ, თავიდანვე დარწმუნებული ვიყავით, რომ ისინი ვერ და არ ჩამოვიდოდნენ, რომ იმავე ბულინგის ქვეშ არ ჩავარდნილიყვნენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

კახა კალაძის თქმით, ეუთო/ოდირ-ის სადამკვირვებლო მისია არათუ თვითმმართველობის არჩევნებზე, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზეც არ ჩამოვა. 

„ამ თემაზე უკვე ბევრჯერ ვისაუბრე და ახლაც გავიმეორებ, რომ ეუთო/ოდირ-ის სადამკვირვებლო მისია იმხელა ბულინგის, შეურაცხყოფისა და ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა საპარლამენტო არჩევნებზე, რომ არანაირი სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის. მე მგონია, რომ ისინი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებშიც არ მიიღებენ მონაწილეობას. გარდა აქაური ოპოზიციის ბულინგისა და ლანძღვისა, ქვეყნის გარედანაც იყო მსგავსი ფაქტები. მაგალითად, გავიხსენოთ ეუთო/ოდირ-ის დასკვნასთან დაკავშირებით ზოგიერთი ევროპარლამენტარი, ზოგიერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის გაქსუებული ტიპები რა განცხადებებს აკეთებდნენ. ტყუილი, სიბინძურე, ცილისწამება, მუქარა ისმოდა. შესაბამისად, ამ ადამიანებს იმავე ზეწოლის ქვეშ ყოფნა არ უნდათ და ამიტომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს მათი ვერჩამოსვლა ვადების გამოა, შეგახსენებთ, ზუსტად იმავე ვადაში 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩამოვიდნენ და დააკვირდნენ. ზუსტად იმავე წერილით მიმართა ჩეხეთმა და იქ ჩადიან. თავიდანვე, წერილი რომ გავგზავნეთ, დარწმუნებული ვიყავით, რომ ისინი ვერ და არ ჩამოვიდოდნენ, რათა იმავე ზეწოლის ქვეშ არ აღმოჩენილიყვნენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.