კახა კალაძე - ერთიანი ძალისხმევით მოვახერხებთ და შევძლებთ, ღირსეულად ჩავატაროთ საპრეზიდენტო არჩევნები და მივაღწიოთ წარმატებას
კახა კალაძე - ერთიანი ძალისხმევით მოვახერხებთ და შევძლებთ, ღირსეულად ჩავატაროთ საპრეზიდენტო არჩევნები და მივაღწიოთ წარმატებას

დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით მოვახერხებთ და შევძლებთ, ღირსეულად ჩავატაროთ საპრეზიდენტო არჩევნები და მივაღწიოთ წარმატებას,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ამბროლაურში, პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კალაძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრებს პარტიის დაფუძნების დღე მიულოცა.

„21 აპრილი არის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დაფუძნების დღე. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. თითოეული თქვენგანის როლი პარტიის განვითარებაში არის უმნიშვნელოვანესი. ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთობა. მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს, უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც რეგიონისთვის აქტუალურია. მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების, პარტიის და ზოგადად საზოგადოების.

დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით მოვახერხებთ და შევძლებთ, ღირსეულად ჩავატაროთ საპრეზიდენტო არჩევნები და მივაღწიოთ წარმატებას. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და წინსვლა. მინდა, თითოეულ თქვენგანს წარმატებები ვუსურვო და მინდა ყოველი დღე იყოს გაჯერებული წარმატებებით, კეთილდღეობით, სიკეთით და სიხარულით”, – განაცხადა კახა კალაძემ.