კახა კალაძე - ეპიდემიოლოგები როგორც კი მოგვცემენ შესაძლებლობას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგეს, მაშინვე მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას
კახა კალაძე - ეპიდემიოლოგები როგორც კი მოგვცემენ შესაძლებლობას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგეს, მაშინვე მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას

როგორც კი ეპიდემიოლოგები მოგვცემენ შესაძლებლობას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაეშვას და მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას, ჩვენ მაშინვე მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში არსებობს სრული მზადყოფნა.

„არის სრული მზადყოფნა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას ქალაქში მაშინვე დაიწყებს მოძრაობას. რა მოთხოვნებიც იქნება ეპიდემიოლოგების მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წინასწარ იქნება ცნობილი და გაჟღერებული“, – განაცხადა კალაძემ.