კახა კალაძე - ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით მივიღებთ საუკეთესო გამოსავალს, არც ქალაქისა და არც ბიზნესის ინტერესებს არ დავაზარალებთ 
კახა კალაძე - ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით მივიღებთ საუკეთესო გამოსავალს, არც ქალაქისა და არც ბიზნესის ინტერესებს არ დავაზარალებთ 

მდგომარეობა, რაც არის ელიავას ბაზრობაზე კატეგორიულად მიუღებელია ქალაქისთვის და ზოგადად თბილისელებისთვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მერია მზად არის თანამშრომლობისთვის და ბაზრობის მეპატრონეებს უკვე რამდენჯემე შეხვდნენ.

„არის ორი ვარიანტი, თუ როგორი ხედვა და მიდგომები გვექნება ჩვენ. პირველი არის ის, რომ ეს ბაზრობა გადავიტანოთ სხვა ტერიტორიაზე, ეს კონკრეტული ადგილი გამოვიყენოთ სხვადასხვა მიზნებისთვის და მოხდეს კარგი განვითარება. მეორე თემა არის ის, რომ არსებული ბაზრობა, გავათანამედროვოთ. აშენდეს იქ თანამედროვე ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება იქ მომუშავეების დასაქმება, სადაც დაცული იქნება ყველანაირი უსაფრთხოების ზომები, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება. რა მდგომარეობაშიც არის ელიავას ბაზრობა, ის კატეგორიულად მიუღებელია ქალაქისთვის და თბილისელებისთვის. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, თანამშრომლობისათვის. გვქონდა შეხვედრა მეპატრონეებთან და მივიღებთ საუკეთესო გამოსავალი, ისე რომ არც ბიზნესინტერესები დავაზარალოთ და ქალაქის ინტერესებიც დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ.