კახა კალაძე „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს მადლობას უხდის
კახა კალაძე „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს მადლობას უხდის

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს მადლობას უხდის.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, „ეკოსერვის ჯგუფი“ ერთი წლის წინ შეიქმნა და ამის მიზანი იყო დედაქალაქის გამწვანებაზე ზრუვნა.

„იცით, ჩვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია მწვანე სივრცეების მოვლა პატრონობა, ახალი სივრცეების შექმნა და რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება. „ეკოსერვისში“ მომუშავეები არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად დაუღალავად შრომობენ, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე მწვანე, ყველაზე სუფთა, მოწესრიგებული. ალბათ შეგიმჩნევიათ ქალაქის სხვადასხვა უბანში მწვანე ფორმაში ჩაცმული სხვადასხვა ასაკის ადამიანი, რომლებიც მთელი გულით არიან ჩართული თავიანთ საქმიანობაში, რომ ქალაქი იყოს მოწესრიგებული და მწვანე. მინდა, ყველა მათგანს გადავუხადო მადლობა და განსაკუთრებით ქალბატონ ლეილა შარაძეს, რომელიც ამ პროექტის სულის ჩამდგმელი და ხელმძღვანელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.