კახა კალაძე - ე.წ. სტაიანშიკებს არ აქვთ უფლება, მძღოლებს რაიმე საფასური მოსთხოვონ, ეს უკანონოა
კახა კალაძე - ე.წ. სტაიანშიკებს არ აქვთ უფლება, მძღოლებს რაიმე საფასური მოსთხოვონ, ეს უკანონოა

ე.წ. სტაიანშიკებს არ აქვთ უფლება, მძღოლებს რაიმე საფასური მოსთხოვონ, ეს უკანონოა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამის თემაზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში პარკინგს თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს და სხვა პირების მიერ თანხების მოთხოვნა დანაშაულია.

„თუ ასეთი შემთხვევები ხდება, ეს არის დანაშაული. ვინც ხვდება ასეთ სიტუაციაში, მარტივად, აიღოს ტელეფონი და დაუკავშირდეს შესაბამის სამსახურებს, შსს-ს და მოჰყვება რეაგირება. ე.წ სტაინშიკები არ ექვემდებარებიან არავის. კეთილი ნება არის ადამიანების, თუ უნდა, გადაუხდის ფულს, თუ უნდა, არა. ამ ადამიანებს არ აქვთ არანაირი უფლება, მოსთხოვონ მანქანის მძღოლს რაიმე საფასური. ეს უკანონოა. ასეთი სამსახური, რომ ადამიანები იდგნენ და დაეხმარონ ავტომობილის მძღოლებს მანქანის დაყენებაზე, არ არსებობს. პარკინგებს ჩვენ ვაწყობთ ქალაქში და თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ეს არის დანაშაული და უნდა მიმართონ შესაბამის სამსახურებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი