კახა კალაძე - ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ წვლილი შევიტანო შრომის უსაფრთხოების სწორი სტანდარტების დამკვიდრებაში
კახა კალაძე - ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ წვლილი შევიტანო შრომის უსაფრთხოების სწორი სტანდარტების დამკვიდრებაში

თბილისის მერი კახა კალაძე მინდელის შახტში დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს.

„მორიგი ტრაგედია დატრიალდა მაღაროელების ქალაქში. მორიგი მსხვერპლი, დაშავებულები. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების ტრაგედიას, ვგლოვობ თითოეულ შეწყვეტილ სიცოცხლეს და ჩემი დღევანდელი პოზიციიდან ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო შრომის უსაფრთხოების სწორი და საჭირო სტანდარტების ერთხელ და საბოლოოდ დამკვიდრებაში”, – აცხადებს კალაძე.

მინდელის შახტში დღეს დილით მომხდარ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ტყიბულში არსებული ყველა შახტი გამოძიების დასრულებამდე დაილუქება.

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.