კახა კალაძე - „დირსის“ საკითხს შესაბამისი უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოაგვარებენ
კახა კალაძე - „დირსის“ საკითხს შესაბამისი უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოაგვარებენ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ არსებული ვითარება თბილისის მერიის კომპეტენციაში არ შედის, ხოლო შესაბამისი უწყებები საკითხს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოაგვარებენ.

„ეს თბილისის მერიის კომპეტენცია არ არის, შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა და ამ კომპეტენციის ფარგლებში თემა იქნება მოგავრებული.

როგორც ვიცი, გარკვეული შეთანხმება მიღწეულია ამ ადამიანებთან. დარწმუნებული ვარ, ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება იქნება იმ ადამიანების მიმართ, ვინც არის დარჩენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„დირსის“ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დევნილთა ნაწილი ისევ რჩება. დევნილები შენობის დატოვებას არ აპირებენ, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტროსგან კონკრეტულ გარანტიას არ მიიღებენ, რომ ახლო მომავალში საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილებენ. როგორც იძულებით გადაადგილებული პირები აცხადებენ, საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ კორპუსში შეჭრილთა ნაწილი უკვე მეხუთე დღეა, შიმშილობს.

დატოვე კომენტარი