კახა კალაძე - დიღმის ჭალების პროექტი დროებით შეჩერებულია, თუმცა აუცილებლად განხორციელდება
კახა კალაძე - დიღმის ჭალების პროექტი დროებით შეჩერებულია, თუმცა აუცილებლად განხორციელდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დიღმის ჭალების პროექტი დროებით შეჩერებულია, თუმცა აუცილებლად განხორციელდება.

„არსებული რეალობიდან გამომდინარე, პროექტი დროებით არის გაჩერებული. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს პროექტი არ განხორციელდება. უბრალოდ, დროში გადაიწია. არ მესმის ოპონენტების ლოგიკა. რამდენიმე დღის წინ პრეტენზია ჰქონდათ, რატომ ყიდულობს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ატრაქციონებს, რომელიც სკვერებში, პარკებში უნდა განთავსდეს. ახლა ინიციატივით გამოდიან, რატომ არ ხდება ამ პარკის მშენებლობა. ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა გვინდა, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და თანმიმდევრულად, ეტაპობრივად მივყვებით პროექტების განხორციელებას. შესაბამისად, დიღმის ჭალების პროექტი აუცილებლად განხორციელდება, უბრალოდ, რადგან დღეს სხვა მდგომარეობა გვაქვს, პრიორიტეტები სხვა მიმართულებით არის გადანაწილებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.