კახა კალაძე - დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს და ჩვენს თანამემამულეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში
კახა კალაძე - დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს და ჩვენს თანამემამულეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს და ჩვენს თანამემამულეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, რომელიც სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას ესწრება.

„მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს, ჩვენს თანამემამულეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ყველაზე მეტად ვუსურვებ, ყოველი დილა, ყოველი დღე, რომელიც გვითენდება, იყოს გაჯერებული სიყვარულით, სიხარულით, სიკეთით და რაც მთავარია, რწმენით, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.