ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში, მეტრო „დელისიდან“ აბაშიძისა და ბარნოვის ქუჩების გავლით დროებითი მარშრუტი ამოქმედდება
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში, მეტრო „დელისიდან“ აბაშიძისა და ბარნოვის ქუჩების გავლით დროებითი მარშრუტი ამოქმედდება

დღეიდან თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში, მეტრო „დელისიდან“ აბაშიძისა და ბარნოვის ქუჩების გავლით ავტობუსების დროებითი მარშრუტი ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მტავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღებისას მერიამ გაითვალისწინა მოსახლეობის თხოვნა და დროებითი მარშრუტები ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში იმოქმედებს.

„დღეიდან, ჭავჭავაძის რეაბილიტაციის პერიოდში, მეტრო „დელისიდან“ აბაშიძისა და ბარნოვის ქუჩების გავლით ავტობუსების დროებითი მარშრუტი ამოქმედდება. ეს მარშრუტი გაივლის მთაწმინდასა, სოლოლაკს და მოძრაობას დაასრულებს ბარათაშვილზე. როგორც ვიცი, ამ ავტობუსებს არ ექნებათ მინიჭებული ნომრები, რადგან ეს იქნება დროებითი მარშრუტები –  ძირითადად მიკროავტობუსები და რვამეტრიანი ავტობუსები იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.