კახა კალაძე - დედაქალაქის მოსახლეობას ვპირდები, რომ მომავალ წელს განვახორციელებთ იმაზე მეტ პროექტს, ვიდრე წელს 
კახა კალაძე - დედაქალაქის მოსახლეობას ვპირდები, რომ მომავალ წელს განვახორციელებთ იმაზე მეტ პროექტს, ვიდრე წელს 

შემიძლია, დედაქალაქის მოსახლეობას დავპირდე, რომ ბიუჯეტი იქნება იმაზე მეტი, ვიდრე იყო წელს და განვახორციელებთ იმაზე მეტ პროექტს, ვიდრე განხორციელდა წელს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტები განხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, ეს არის ინფრასტრუქტურა, კეთილმოწყობა, ეკოლოგია, გამწვანება, ნარჩენების მართვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება.

„2019 წლის ბოლოს მთლიანად ჩანაცვლებული იქნება არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი, მოწესრიგდება მეტრო, დაემატება ახალი შემადგენლობები. ყველაფერი მიმართული იქნება, რომ თბილისში ცხოვრება იყოს კომფორტული, ქალაქი კეთილმოწყობილი და ლამაზი. ჩვენთვის ჯანსაღი წესის დანერგვა, პრიორიტეტულია მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. ის დიდი და მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ, ამას მხოლოდ დედაქალაქის ბიუჯეტი ვერ გაწვდება და ცენტრალური ბიუჯეტიდან სპეციალური ტრანსფერები გამოიყოფა”, – განაცხადა კალაძემ.

დატოვე კომენტარი