კახა კალაძე - დედაქალაქის მასშტაბით ყველა პროექტი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
კახა კალაძე - დედაქალაქის მასშტაბით ყველა პროექტი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

დედაქალაქის მასშტაბით ყველა პროექტი, როგორც მსხვილი, ასევე გამგეობების დონეზე დაწყებული, ამ ეტაპზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტები არ შეჩერდეს და არ შეფერხდეს, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს სამუშაოები.

„რაც შეეხება დროებით შეჩერებას, ყველა შემდეგი ღონისძიება, რაც იქნება გატარებული, ან რაც უკვე გატარდა, ეტაპობრივად ხდებოდა ყველაფერ ამის გაკეთება იმ აუცილებლობიდან გამომდინარე, როგორ ვითარდებოდა მოვლენები. ამ ეტაპზე, ამის საჭიროება არ არსებობს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

დატოვე კომენტარი