კახა კალაძე - დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს
კახა კალაძე - დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს

გენერალურ გეგმაზე მიმდინარეობს მუშაობა, გასაკეთებელია შესაბამისი რეგულაციები, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ოპოზიციის ბრალდებებს გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით. თბილისის მერმა ზუსტი თარიღი არ იცის, თუ როდის ამოქმედდება გენერალური გეგმა, თუმცა აღნიშნა, რომ მუშაობა მიმდინარეობს.

„უნდა შემუშავდეს შესაბამისი კანონმდებლობა. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა გენერალური გეგმის ჯგუფთან ერთად. უახლოეს დღეებში უკვე დასრულებული იქნება. ზუსტად თარიღები არ ვიცი. ოპოზიცია რაზეც საუბრობს, ეს არის სიცრუე. გენერალურ გეგმაზე მიმდინარეობს მუშაობა, გასაკეთებელია შესაბამისი რეგულაციები, რომელზეც გენერალური გეგმის ჯგუფი და მერიის თანამშრომლები მუშაობენ და უახლოეს დღეებში იქნება პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.