კახა კალაძე - დე ფაქტო ცხინვალელმა ჩინოვნიკებმა თუ არ იციან, მენტორებმა აუხსნან, ექიმი მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ წერტილში ხელშეუხებელია
კახა კალაძე - დე ფაქტო ცხინვალელმა ჩინოვნიკებმა თუ არ იციან, მენტორებმა აუხსნან, ექიმი მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ წერტილში ხელშეუხებელია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალური ქსელით ეხმიანება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს.

„საქმეს, ერთგულებას, პროფესიონალიზს, სამშობლოს სიყვარულს, პატრიოტიზმს, ერთად თავისუფლება ჰქვია, ოკუპაციის პირობებში – კი გმირობა.

ვაჟა გაფრინდაშვილი – თავისუფალი და გმირი ექიმი!!!

ვაჟა ექიმი – წლებია, ვიყავი მისი მადლიერი, ამიერიდან ვიქნები ორმაგად აღფრთოვანებული მისით.

დე ფაქტო ცხინვალელმა ჩინოვნიკებმა თუ არ იციან, მენტორებმა აუხსნან, რომ ექიმი ხელშეუხებელია მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ წერტილში. ექიმი არ ექვემდებარება ფიქტიურ კანონებს, ექიმი საზღვრების გარეშეა ყველგან, მით უმეტეს აქ – საკუთარ მიწა-წყალზე!

პ.ს.: მუშაობს ყველა სტრუქტურა, რომ ბატონი ვაჟა რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს შინ“, – წერს კახა კალაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.