კახა კალაძე - დავით მესხიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენია, რომელსაც ექსპერტად მოაქვს თავი
კახა კალაძე - დავით მესხიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენია, რომელსაც ექსპერტად მოაქვს თავი

დავით მესხიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენია, რომელიც გამოდის და ექსპერტად მოაქვს თავი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დავით მესხიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, სადაც მესხიშვილმა განაცხადა, რომ ცვლილებების შემდეგ მხოლოდ ტაქსის ფერი შეიცვალა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ყველა სიახლე, რომელსაც ხელისუფლება აანონსებს და ყველა რეფორმა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს ოპოზიცია აკტირიკებს.

„ვინ არის დავით მესხიშვილი, ეს კონკრეტული ადამიანი, ჩვეულებრივი „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენია, გამოგდებული, შემდეგ როგორც აკეთებდნენ ხოლმე, გაუშვეს სადღაც სასწავლებლად, მერე შეუქმნეს არასამთავრობო ორგანიზაცია, ახლა გამოდის და ექსპერტად მოაქვს თავი. ერთი მისი გაკეთებული პროექტი დამისახელეთ, რა გააკეთა ამ ადამიანმა. ჩვენ ამით მართლა ექსპერტებს ვაყენებთ შეურაცხყოფას, როდესაც ასეთი ადამიანები, რაღაც თვითმარქვია ექსპერტებად მოგვევლინებიან. ეს ძალიან ცუდია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა კალაძემ.