კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ყველა პრობლემას, გამოწვევას, რომელიც დღეს აწუხებს საზოგადოებას, გაეცემა ღირსეული პასუხი
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ყველა პრობლემას, გამოწვევას, რომელიც დღეს აწუხებს საზოგადოებას, გაეცემა ღირსეული პასუხი

გულწრფელად მინდა, ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებები ვუსურვო თავის გუნდთან ერთად, რადგან ამ ადამიანებისა და ამ სამინისტროების წარმატება მთელი ქვეყნის წარმატება იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერმა ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და განხორციელებულ პროექტებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანის ქვეყნისთვის ეკონომიკურ განვითარებაზე.

„გულწრფელად მინდა, ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებები ვუსურვო თავის გუნდთან ერთად, რადგან ამ ადამიანების და ამ სამინისტროების წარმატება მთელი ქვეყნის წარმატება იქნება. ცხადია, პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, პრობლემებს, რომელიც ქვეყანაში არის, მაგრამ იმ ხედვითა და მიდგომებით, რომელიც იქნა წარდგენილი შესაძლებელია, ყველა გამოწვევას გაეცეს ღირსეული პასუხი. გამოვყოფდი რამდენიმე მიმართულებას, რაზეც იყო საუბარი, ეს არის ენერგეტიკული პროექტები, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ ელექტროენერგიის თვალსაზრისით არ ვიყოთ დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე, ასევე მნიშვნელოვანია დასაქმებულების პროგრამა, სოციალურად დაუცველების ნაწილში, ეს ხელს შეუწყობს, რომ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, დასაქმდნენ და ამით მათ გააგრძელონ ყოველდღიური საქმიანობა. მინდა, ირაკლის გულწრფელად წარმატება ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ყველა იმ პრობლემას, გამოწვევას, რომელიც დღეს აწუხებს საზოგადოებას, გაეცემა ღირსეული პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.