კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ

დარწმუნებული ვარ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ სენაკში, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „ოკუპაცია, გლობალური პანდემია და ეკონომიკური კრიზისი ის საკითხებია, რაც დღეს ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანია“.

„ქართული ოცნების“ ერთიანი და ეფექტური გუნდი მზად არის, თქვენთან ერთად ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს, გაუმკლავდეს ისეთივე წარმატებით, როგორც ეს კორონავირუსის პირველი ტალღის მართვის შემთხვევაში მოვახერხეთ. დარწმუნებული ვარ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და საქართველოს წარმატებაზე ზრუნვას, საქართველოს განვითარებაზე ზრუნვას ერთიანი ძალისხმევით განვაგრძობთ“, – განაცხადა კალაძემ.