კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, გავა დრო, ბევრი ადამიანი მადლობას გვეტყვის, რადგან სწორად გაანალიზებს და მიხვდება, რა პროცესები მიდის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, მსოფლიოში
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, გავა დრო, ბევრი ადამიანი მადლობას გვეტყვის, რადგან სწორად გაანალიზებს და მიხვდება, რა პროცესები მიდის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, მსოფლიოში

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის თითოეული ადამიანი ძვირფასია, რაც უნდა განსხვავებული მოსაზრება და სხვა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეთ მათ.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, გავა დრო და ბევრი ადამიანი მადლობას ეტყვის ხელისუფლებას, როცა სწორად გაანალიზებს, რა პროცესები მიდის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ, ზოგადად, მსოფლიოში.

„ისინი ამ ქვეყნის შვილები არიან. დღეს რისთვისაც ხელისუფლებას გვიწევს ბრძოლა, დარწმუნებული ვარ, გავა დრო, ბევრი ადამიანი მადლობას გვეტყვის, რადგან სწორად გაანალიზებს და მიხვდება, რა პროცესები მიდის, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ, ზოგადად, მსოფლიოში რა ხდება. მადლობას ეტყვის ხელისუფლებას, ამაში დარწმუნებული ვარ. მე რადიკალებზე არ ვსაუბრობ. შესაბამისად, თითოეული ადამიანი ჩვენთვის, პირადად ჩემთვის ძვირფასია. შეიძლება, განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ, მაგრამ ამ ქვეყნის შვილები ვართ, მე არ ვსაუბრობ რადიკალებზე და ექსტრემისტულ დაჯგუფებებზე, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, ვსაუბრობ გულანთებულ ადამიანებზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.