კახა კალაძე - დაკეტვა და აკრძალვები, როგორც პირველ ეტაპზე გვქონდა, გამორიცხულია, აღარ იქნება
კახა კალაძე - დაკეტვა და აკრძალვები, როგორც პირველ ეტაპზე გვქონდა, გამორიცხულია, აღარ იქნება

დაკეტვა და აკრძალვები, როგორც პირველ ეტაპზე გვქონდა, გამორიცხულია, აღარ იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, რომ წვეულებებისგან და მსგავსი შეკრებებისგან თავი შეიკავონ.

„ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ხშირია წვეულებები, სხვადასხვა ტიპის შეკრებები. ეს ყველაფერი თავიდან უნდა ავირიდოთ, მაქსიმალურად თავი შევიკაოთ, თუმცა დაკეტვა და აკრძალვები, როგორც პირველ ეტაპზე გვქონდა, გამორიცხულია, აღარ იქნება. ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას და ყველაზე მთვარი, უნდა მივეჩვიოთ ერთმანეთის და საკუთარი თავების დაცვას. ამიტომ ყველგან და ყოველთვის ყველაზე მაგარი დაცვა არის პირბადის ტარება. ყველამ უნდა გავითვალოსწინოთ, იქნება ეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ბარში თუ სუპერმარკეტში შესვლის დროს, ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე“, – განაცხადა კალაძემ.