კახა კალაძე - ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს მზადება არჩევნებისთვის, „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებას ადგილი არ აქვს
კახა კალაძე - ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს მზადება არჩევნებისთვის, „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებას ადგილი არ აქვს

ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს მზადება არჩევნებისთვის, „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებას ადგილი არ აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა ხდება „ქართულ ოცნებაში“ და არის თუ არა შიდა დაპირისპირება, ასევე დატოვებს თუ არა გედევან ფოფხაძე „ქართულ ოცნებას“, კალაძემ განაცხადა, რომ პარტიაში დაპირისპირება არ არის.

„პარტიაში ხდება ის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს პარტიული კონფერენციები და მიმდინარეობს მზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. დაპირისპირებას რაც შეეხება, მსგავსი არაფერი ხდება. თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული დეპუტატების მხრიდან, ჩვენი, ხელმძღვანელობის მხრიდან, ყველაფერი იქნება ცნობილი. ამჯერად ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს მზადება არჩევნებისთვის და შიდა დაპირისპირებას ადგილი არ აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.