კახა კალაძე - ჩვენი საარჩევნო კამპანია ორიენტირებული იქნება ​მომავალზე, სამომავლო ხედვებზე, როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის განვითარება
კახა კალაძე - ჩვენი საარჩევნო კამპანია ორიენტირებული იქნება ​მომავალზე, სამომავლო ხედვებზე, როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის განვითარება

ჩვენი საარჩევნო კამპანია ორიენტირებული იქნება ​მომავალზე, სამომავლო ხედვებზე, გეგმებზე, თუ როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის განვითარება, რას ვპირდებით და რას ვეუბნებით ქვეყნის მოსახლეობას, როგორ მოხდება ქვეყნის განვითარება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ახმეტაში განუცხადა, სადაც პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინეს.

„რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, იცით, რომ დავიწყეთ კამპანია, გვქონდა მაჟორიტარების წარდგენა 30-ვე ოლქში და უკვე ინდივიდუალურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგვიწევს ჩასვლა კონკრეტულ ქალაქებში, კონკრეტულ რაიონებში, სადაც საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს მიერ დასახელებულ მაჟორიტარობის კანდიდატებს. მინდა, ყველას წარმატება ვუსურვო. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის შინაარსს, რა თქმა უნდა, ჩვენი საარჩევნო კამპანია იქნება ორიენტირებული მომავალზე, სამომავლო ხედვებზე, გეგმებზე, თუ როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის განვითარება, რას ვპირდებით და რას ვეუბნებით ქვეყნის მოსახლეობას, თუ როგორ მოხდება ქვეყნის განვითარება. ჩვენ ხომ შედარებები უნდა გავაკეთოთ – რა იყო წარსულში, როგორ გვაქვს დღეს და საით მივდივართ, როგორი ქვეყანა გვინდა, რომ განვავითაროთ, როგორი ქვეყანა წარმოგვიდგენია ჩვენი საქართველო. შესაბამისად, მთავარი მიმართულება იქნება მომავალზე ორიენტირებული, სამომავლო ხედვები, რომლებზეც ვესაუბრებით საზოგადოებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.