კახა კალაძე - ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია „პატრიოტიზმით“ შენიღბული პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ
კახა კალაძე - ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია „პატრიოტიზმით“ შენიღბული პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ

ამას მარტივი სახელი ჰქვია – საკუთარი ქვეყნის მტრობა, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგს.

„ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია „პატრიოტიზმით“ შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ. ამას მარტივი სახელი ჰქვია – საკუთარი ქვეყნის მტრობა.​​​
ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!“, – წერს კახა კალაძე.

დატოვე კომენტარი