კახა კალაძე - ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას წარმოუდგენია, რომ ევროპა არის სამართლიანობა, სადაც იცავენ უფლებებს, ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რომელიც სამწუხაროდ, დაფუძნებულია ტყუილზე
კახა კალაძე - ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას წარმოუდგენია, რომ ევროპა არის სამართლიანობა, სადაც იცავენ უფლებებს, ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რომელიც სამწუხაროდ, დაფუძნებულია ტყუილზე

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოუდგენია, რომ ევროპა არის სამართლიანობა, სადაც იცავენ ადამიანის უფლებებს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, საკუთრების უფლებას. დღეს ნახეთ, როგორი არასამართლიანი დამოკიდებულებაა საქართველოსთან მიმართებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რომელიც სამწუხაროდ, დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, შანტაჟზე, საზოგადოების გახლეჩვის მცდელობაზე, პოლარიზაციის გაღრმავებაზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„ჩვენ რატომ გვინდა ევროპა, ევროპული მომავალი და დასავლეთი – ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოუდგენია, რომ ევროპა არის სამართლიანობა, სადაც იცავენ ადამიანის უფლებებს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, საკუთრების უფლებას. დღეს ნახეთ, როგორი არასამართლიანი დამოკიდებულებაა საქართველოსთან მიმართებით. გავიხსენოთ კანდიდატის სტატუსი, როგორ გვაშანტაჟებდნენ, გავიხსენოთ, თუნდაც ახლა, რამდენიმე დღეა, მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის თემა. მუდმივი შანტაჟი, მუდმივი შეურაცხყოფა, მუდმივი სიცრუე წარმოუდგენელია და ამის უკან ხომ ვიცით, რაც დგას?! – დგას ჩვენი მყარი, პრინციპული პოზიცია, რომ დავიცავით ქვეყანა, მისი ინტერესი და არ მივეცით ვიღაცებს საშუალება, რომ საქართველო გამოყენებული ყოფილიყო და ქვეყანაში ყოფილიყო ის ვითარება, რაც, სამწუხაროდ, დღეს უკრაინაშია. დავიცავით ეროვნული ინტერესი, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება ქვეყანაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.