კახა კალაძე - ჩვენ ყოველთვის ქვეყნის ეროვნულ ინტერესს გავითვალისწინებთ, მშვიდობა უალტერნატივოა
კახა კალაძე - ჩვენ ყოველთვის ქვეყნის ეროვნულ ინტერესს გავითვალისწინებთ, მშვიდობა უალტერნატივოა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისა და ევროინტეგრაციისთვის სიმშვიდის შენარჩუნება უალტერნატივოა. კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ბოლო ორი წელი თურქეთის ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, დასავლური კლუბი თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა“.

მისი თქმით, მიუხედავად ბევრი მცდელობისა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

„რეგიონში რთული ვითარებაა, მხედველობაში მაქვს უკრაინის ომი. კარგად ვიცით, რამხელა უბედურების მომტანია ომი. მიუხედავად ძალიან ბევრი მოწოდებისა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით გამოვდივართ. ამ დამოკიდებულებით ვიქნებით მომავალშიც. ყოველთვის ქვეყნის ეროვნულ ინტერესს გავითვალისწინებთ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, მშვიდობა უალტერნატივოა. მშვიდობა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდეს და ასე მოვახერხოთ ევრონტეგრაცია, ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება, რაც ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.