კახა კალაძე – ჩვენ ვიხილეთ ძალადობრივი მიტინგები, რაც კატეგორიულად მიუღებელია, გუშინ „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ პოლიციელებს, ეს ძალიან მძიმეა

15:39, 30.11.2024

ჩვენ გუშინ, გუშინწინ ვიხილეთ ძალადობრივი მიტინგები, რაც კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს პროტესტი, მარამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში.

„ცხადია, საიდან იმართება, რაც ხდება. ეს არის გარე ძალებიდან მართული პროცესები, რასაც შიდა რადიკალური დაჯგუფებები ახორციელებენ. ჩვენ გუშინ, გუშინწინ ვიხილეთ ძალადობრივი მიტინგები, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავისი მოსაზრება გამოხატოს სხვადასხვა ფორმით, თუნდაც მიტინგით, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში. კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელების შეურაცხყოფა, ქვების, ბოთლების სროლა. გუშინ საოცრება ვიხილეთ, „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ პოლიციელებს, ეს ძალიან მძიმეა. დღეს სახელმწიფო ძალიან ძლიერია თავისი ინსტიტუციებით და არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ „ნაცმაიდანი“ მოეწყოს საქართველოში“, – აღნიშნა კალაძემ.

მსგავსი