კახა კალაძე - ჩემი მხარდაჭერა ძალიან მაგარ ადამიანს, ღირსეულ პოლიციელს, ირაკლი დგებუაძეს, ეს ახალგაზრდა კაცი 24 საათი ბათუმელების სიმშვიდისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე დგას
ჩემი მხარდაჭერა ძალიან მაგარ ადამიანს, ღირსეულ ქართველს და ღირსეულ პოლიციელს, ირაკლი დგებუაძეს, ეს ახალგაზრდა კაცი 24 საათი დგას ბათუმელების სიმშვიდისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„სწორედ ამიტომ ბოლო პერიოდში ირაკლი ფაშისტური ბულინგისა და ფიზიკური შეტევის განსაკუთრებული ობიექტი გახდა, მაგრამ თავის გუნდთან ერთად ის ყველა გამოწვევას ღირსეულად პასუხობს.
მადლობა ყველა პოლიციელს, ვინც ღირსეულად ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ხალხს!“ – წერს კახა კალაძე.