კახა კალაძე - ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოებს დაახლოებით სამი თვე დასჭირდება
კახა კალაძე - ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოებს დაახლოებით სამი თვე დასჭირდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოებს დაახლოებით სამი თვე დასჭირდება.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ჭავჭავაძის გამზირის პირველი ეტაპის სამუშაოები დაიწყო დღეს, რის გამოც მოძრაობა გადაიკეტა ვარაზისხევის ამოსასვლელიდან ატენის ქუჩამდე.

კახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და აღნიშნა, პირველ ეტაპზე გამოიცვლება კომუნიკაციები და სანიაღვრე სისტემა.

ელექსტროსადენები, რომელიც ჰაერშია, დაგეგმილია მათი მიწის ქვემოთ ჩატანა, მთლიანად იქნება მოწესრიგებული, როგორც ნორმალურ განვითარებულ ქალაქებში. კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო დედაქალაქის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ ასეთი პროექტების განხორციელება შეზღუდვების გარეშე შეუძლებელია. ვადებს რაც შეეხება, პირველი ეტაპის სამუშაოები სამი თვის განმავლობაში უნდა დამთავრდეს. ყველაზე დიდი პრობლემა არის, რომ მიწისქვეშ განთავსებული ქსელი. რეალურად არავინ იცის მისი არსებული მდგომარეობა. ერთი ვიცით, რომ არის ძლიერად დაზიანებული, იგივე არის მელიქიშვილზე, ამიტომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ერთად დავიქირავეთ უცხოელი ექსპერტები და მათი ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს სამუშაოები. როდესაც დაიწყება სამუშაოები, გაიხსნება ყველაფერი, ამიტომ გადავწყვიტეთ სამუშაოებს ეტაპობრივად გავყოლოდით. თუ დავინახეთ, რომ დროში იწელება და მთლიანი ქუჩის რეაბილიტაცია სრულად ვერ მოხერხდება, დავამთავრებთ პირველ ნაწილს, რაც არის დაწყებული და შემდგომ მომდევნო წლებში გადავალთ სხვაზე“, – განაცხადა კალაძემ.