კახა კალაძე - ჩამოყალიბდეს მიხეილ სააკაშვილი, რომელი ქვეყნის მოქალაქეა და რა საქმიანობა სურს
კახა კალაძე - ჩამოყალიბდეს მიხეილ სააკაშვილი, რომელი ქვეყნის მოქალაქეა და რა საქმიანობა სურს

მიხეილ სააკაშვილი ჩამოყალიბდეს, ზოგადად, რა უნდა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა და რა საქმიანობა სურს ან არ სურს – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა არ შეუძლია.

„ჯერ ერთი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და იქვე იკავებს რაღაც თანამდებობას. უცხო ქვეყნის მოქალაქეს სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა არ შეუძლია და მიუღებელია, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. ჩამოყალიბდეს, ზოგადად, რა უნდა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა, რა საქმიანობა სურს და არ სურს. მას ხელს არავინ არ უშლის, შეუძლია, დაბრუნდეს და აუცილებლად მოუწევს პასუხისგება იმ ჩადენილ დანაშაულებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ქართველი ხალხის და ქვეყნის წინაშე ჩაიდინა“, – განაცხადა კახა კალაძემ.