კახა კალაძე - ბურჭულაძე და ხაბეიშვილი საოცარი „პარაა“, ზიტა და გიტაა ჩვეულებრივი, არეულობის მოწყობის შესაძლებლობა არავის მიეცემა
კახა კალაძე - ბურჭულაძე და ხაბეიშვილი საოცარი „პარაა“, ზიტა და გიტაა ჩვეულებრივი, არეულობის მოწყობის შესაძლებლობა არავის მიეცემა

არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში არეულობა მოაწყოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძეს „მშვიდობიან რევოლუციასთან“ დაკავშირებით ლევან ხაბეიშვილისა და პაატა ბურჭულაძის განცხადებებზე დაუსვეს კითხვა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც კანონის წინააღმდეგ წასვლას გაბედავს.

„ბურჭულაძე და ხაბეიშვილი საოცარი „პარაა“. ზიტა და გიტაა ჩვეულებრივი. არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში არეულობა მოაწყოს. კანონის წინააღმდეგ წასვლას ვინც გაბედავს, მკაცრად იქნება დასჯილი. ცხადია, კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კალაძემ.