კახა კალაძე ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო 
კახა კალაძე ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო 

თბილისის მერი ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, პროექტის ღირებულება ნახევარი მილიონ ლარს შეადგენს.

„მერიამ ბოტანიკურ ბაღში სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით დაიწყო. ეს არის ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო გამწვანებული სივრცე. ბოტანიკურ ბაღს ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს და სჭირდება ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდება, გალამაზება. მნიშვნელოვანია, რომ ლაბორატორია, რომელიც მდებარეობს ბოტანიკური ბაღის ცენტრში, გადმოვიტანოთ შემოსასვლელში, ეს იქნება რეგიონში ერთ -ერთი საუკეთესო ლაბორატორია, შემოსასვლელში, სადაც ასევე განთავსებული იქნება ადმინისტრაცია, ავტომობილების შესვლა აიკრძალება.”,-განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელებაში მერიას ფონდი „ქართუც“ ეხმარება.

„პროექტი ითვალისწინებს წავკისსის ხეობის მიმართულებით საფეხმავლო და ველობილიკს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას ამ ბაღში“,- განაცხადა კახა კალაძემ.

სექტემბერში დასრულდება ბაღის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკვერის რეკონსრუქცია და მოეწყობა ახალი, ადაპტირებული საპირფარეშოები, ხოლო ორი კვირის ვადაში, ბაღის ცენტრალურ მარშრუტზე დეკორატიული მოაჯირებისა და მდინარის ხეობის საყრდენი კედლის მოწყობა დასრულდება.

დატოვე კომენტარი