კახა კალაძე - ბოლო წლების განმავლობაში ამდენი ოპოზიციური პარტია საქართველოს პარლამენტში არ ყოფილა წარმოდგენილი, ეს  წინგადადგმული ნაბიჯია, რასაც მოფრთხილება სჭირდება
კახა კალაძე - ბოლო წლების განმავლობაში ამდენი ოპოზიციური პარტია საქართველოს პარლამენტში არ ყოფილა წარმოდგენილი, ეს  წინგადადგმული ნაბიჯია, რასაც მოფრთხილება სჭირდება

ბოლო წლების განმავლობაში ამდენი ოპოზიციური პარტია საქართველოს პარლამენტში არ ყოფილა წარმოდგენილი, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებას, რომელიც მათ არჩევნებზე დააფიქსირეს, მოფრთხილება სჭირდება.

„გამიჭირდება გითხრათ, დაესწრება თუ არა ოპოზიცია დეკემბერში ბიუჯეტის განხილვას. ამისთვის ეს მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს, მიღწეული უნდა იქნეს გარკვეული კონსესუსი და გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნაწილმა მიიღო – მათ მხარი დაუჭირეს და მიანიჭეს უფლებამოსილება, რომ მათ ხმას წარმოადგენდნენ საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება გაფრთხილება, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის აუცილებელია. ბოლო წლების განმავლობაში ამდენი ოპოზიციური პარტია საქართველოს პარლამენტში არ ყოფილა წარმოდგენილი. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი და ამას სჭირდება მოფრთხილება“, – განაცხადა კალაძემ.