კახა კალაძე ბიზნესსექტორს მიმართავს, მიწისქვეშა პარკინგის პროექტის განსახორციელებლად იაქტიურონ
კახა კალაძე ბიზნესსექტორს მიმართავს, მიწისქვეშა პარკინგის პროექტის განსახორციელებლად იაქტიურონ

თბილისის მერი კახა კალაძე ბიზნესსექტორს მიმართავს, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის პროექტის განსახორციელებლად იაქტიურონ. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„რამდენიმე კვირის წინ მოგახსენეთ, რომ მერია გეგმავს დედაქალაქის სამ ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობას. საუბარია გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე. მინდა მივმართო ბიზნესსექტორს, იაქტიურონ, რომ ეს პროექტები იყოს განხორციელებული. ჩვენ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადავცემთ კონკრეტულ ლოკაციებს. დაახლოებით 715 საპარკინგე ადგილი მოეწყობა. დარწმუნებული ვარ ბიზნესი იაქტიურებს და ჩვენ შევძლებთ ამ პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგების მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა აპრილში გამოცხადდა.